თავში

გაუფასურების პიკის შემდეგ ლარის გამყარებას პროგნოზირებენ

გაუფასურების პიკის შემდეგ ლარის გამყარებას პროგნოზირებენ
გაუფასურების პიკის შემდეგ ლარის გამყარებას პროგნოზირებენ

"ლარი ზედმეტადაა გაუფასურებული და ამ დღეებში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია უნდა დაიწყოს," - ასე ფიქრობს „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

მისი თქმით, დოლართან გაუფასურებულია რეგიონის სხვა ვალუტებიც.  

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ერთადერთი, რაც ახლა ლარს აუფასურებს გაუარესებული მოლოდინია.

ოთარ ნადარაიას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაკრედიტება ლარის ხარჯზე იზრდება, ანუ დოლარსა და ევროში დაკრედიტება მცირეა. ექსპერტის შეფასებით ეს კარგია, თუმცა ამით იზრდება დაწოლა კურსზე.

„როდესაც ყველას ლარში უნდა სესხი, ხოლო დაზოგვა დოლარში ურჩევნიათ, ამ დროს ვალუტა გროვდება ბანკებში, სესხები გაიცემა ლარში, ასევე ეროვნული ბანკის დაფინასებით, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის კურსზე“, -აცხადებს ნადარაია და დასძენს, რომ საფიქრალია სავალუტო ჰეჯირების კუთხით, როდესაც ერთდროულად მოხერხდება ლარის კურსისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ასევე ლარში სესხების წახალისება. 

ექსპერტი ამბობს, რომ ეს ინიციატივა პანდემიის დასაწყისშივე საქართველოს ბიზნესასოციაციის სათათბიროს ეგიდით მომზადდა, თუმცა ვერ განხორციელდა.

ნადარაიას ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციებს და ამას გააგრძელებს კიდეც, რადგან ცენტრალურ ბანკს ამის რესურსი აქვს.

„დღემდე რა ვალუტაც დაიხარჯა, ეს არის დიდწილად მაინც მთავრობის მიერ მოტანილი. ის, რაც ეროვნული ბანკის რეზერვებია, პრაქტიკულად არ დახარჯულა, ეს ბუფერი არსებობს. ასევე არსებობს ის დამატებითი რესურსი, რომელიც მთავრობამ კიდევ უნდა მოიტანოს,“ - აცხადებს ნადარაია.

შეგახსენებთ, ლარი ორი დღეა მკვეთრად უფასურდება. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4000 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.0137 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (07:55სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4050 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system