თავში

გაუხანგრძლივებს თუ არა მთავრობა ბიზნესს საგადასახადო შეღავათებს

გაუხანგრძლივებს თუ არა მთავრობა ბიზნესს საგადასახადო შეღავათებს
გაუხანგრძლივებს თუ არა მთავრობა ბიზნესს საგადასახადო შეღავათებს

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორის, გია ლომინაძის, ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივება ბიზნესისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, არანაკლები მნიშვნელობისაა პროვატიზების გამარტივება, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების წინაპირობე უნდა გახდეს.

ლონომაძის თქმით, ორივე საკითხი ბიზნესმა პრემიერთან შეხვედრისას წამოსწია.

„საშემოსავლო გადასახადი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან დასაქმებულებს, ძირითადად, აქვთ 1 500 ლარამდე ხელფასი და შესაბამისად, ეს ძალიან დიდ პოზიტიურ ეფექტს მოახდენს. ასევე არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს გამახვილდა ყურადღება, ეს არის პრივატიზების საკითხი. თუ ჩვენ გვსურს, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, პრივატიზების საკითხის უფრო გამარტივება და რეგულაციების გამარტივება, შესაბამისად, უფრო მომხიბვლელი იქნება სხვადასხვა კომპანიებისთვის, ვინც განიხილავს საქართველოს მიზნობრივ ბაზრად. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზაობა, რომ ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ძალიან მცირე პროექტი მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან. თუ რამე შეფერხებები არსებობდა ამ მხრივ, გარკვეული ჯგუფები იმუშავებენ, რათა ეს შეფერხებები არ არსებობდეს და ძალიან მარტივად შევძლოთ ნებისმიერი პროექტის განხორციელდება. აქ არის საუბარი გამარტივებაზე, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. საქართველოში არსებულმა ბიზნესებმა ვიცით, თუ რა ხდება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეგულაციები მომხიბვლელი რომ იყოს უცხოელებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის, შესაბამისად, მისი გამარტივება უფრო უკეთესი იქნება.  პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ვიფიქროთ ახალ ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებზე, ახალ პროექტებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა გია ლომინაძემ და დასძინა, რომ "აჭარა ტექსტილის" ფოთის საწარმო დროებით შეჩერებულია, რადგან იქ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. საწარმოს მენეჯმენტი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, თუ როგორ მოხდეს მუშაობის განახლება, რომ 1 200 თანამშრომელი დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს.

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ. ბიზნესმა პრემიერთან 2 მოთხოვნა დააყენა: ერთი საგადასახადო შეღავათების გაგრძელება და მეორე საბანკო სესხების გადავადებაა. პრემიერი ბიზნესის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობის განხილვისთვის დრო ითხოვა.

პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება. მთავრობის მეთაური ინვესტორებს დაჰპირდა, რომ თუკი ქვეყანაში შემოვა ნებისმიერი მოცულობს ინვესტიცია და მას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, გიორგი გახარია პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორს ისიც აუხსნა, რომ გაისად ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდული იქნება.

შეგახსენებთ, გუშინვე 5 მსხვილმა ბიზნესასოციაციამ პრემიერს ღია წერლით მიმართა. მთავრობას ბიზნესი შემდეგ შეღავათებს სთხოვს: 1. განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. 2. მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ. 3. ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება. 4. კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავება. 5. მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system