თავში

გაუქმდება თუ არა უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა

გაუქმდება თუ არა უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა
გაუქმდება თუ არა უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა

სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ მსხვილი უცხოური ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში, - ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, უცხოელებისთვის მიწების გასხვისების ნაწილში პოლიტიკის შერბილება 

მინისტრის განმარტებით, საქარათველოს სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის 90%-ზე მეტს 1 ჰექტრიანი მეურნეობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოუდგენელია.

„ჩვენი მიდგომა ამ ნაწილში არ შეცვლილა, ეს იყო ხალხის ნება, რომელიც ჩვენ პოლიტიკაში ავსახეთ და კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. სასოფლო-სამეურნეო მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ უცხოური მსხვილი ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში. ძალიან დიდ ინტერესს და პოტენციალს ვხედავთ, უცხოური საწარმოების საქართველოში გადმოსვლის კუთხით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გადამამუშავებელ, სასურსათო მრეწველობას და ა.შ. თქვენ იცით, როგორია ჩვენი სასოფლო სამეურნეო სტრუქტურა, დაახლოებით 1 ჰექტრიანი მეურნეობები წარმოადგენს 90%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში აქ უცხოური პირდაპირი ინვესტიცია წარმოუდგენელია. რეგისტრაცია ფერმერებს აძლევს საშუალებას, იყვნენ ჩვენი რეალური პარტნიორები და გამსხვილდნენ, მათ შორის კოოპერაციაში რეჟიმში,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system