თავში

გაუწევს თუ არა შეღავათს სამშენებლო ბიზნესს ზონალური გადასახადის მოხსნა

გაუწევს თუ არა შეღავათს სამშენებლო ბიზნესს ზონალური გადასახადის მოხსნა
გაუწევს თუ არა შეღავათს სამშენებლო ბიზნესს ზონალური გადასახადის მოხსნა

,,ზონალური ანუ K2 მომსახურების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი გადასახადია და ბევრ მშენებელს მისი გადახდა უჭირს", - აცხადებს სამშენებლო საფართლის ექსპერტი უჩა ზაქაშვილი. მისი შეფასებით, სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად გაცილებით ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი, ვიდრე ეს ზონალური გადასახადის მოხსნაა. როგორც დღეს report.ge-თვის გახდა ცნობილი, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებას, რომელიც  სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისგან გათავისუფლების საკითხს შეეხება.

,,დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ასეთი მოდელი მუშაობდა: თუკი მერია მშენებელს გაუზრდიდა ზონალურ გადასახადს, მისი დაფავდა 1 წლის ვადაში უნდა მოეხდინათ, მშენებლობის პარალელურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია ასეთ ობიექტებს ექსპლუატაციაში ვერ მიიღებდა. თავისთავად ეს  დეველოპერებისთვის პრობლემას ქმნიდა. ამ ეტაპზე შეზღუდვის მოხსნა პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება იმ მშენებლებისთვის, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ შენობების მცირე ნაწილისთვის გაწეული შეღავათია, რაც დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხს ვერ მოაგვარებს. კოეფიციენტების გარდა, სხვა პრობლემებიცაა, მათ შორის, ზოგი ნებართვებს უკავშირდება. მიმაჩნია, რომ  არასაჭირო ბიუროკრატია უნდა შემსუბუქდეს. დამატებით ბევრი ისეთი ხარჯია, რაც ბიზნესს პრობლემას უქმნის და ყურადღება უნდა მიექცეს", - აცხადებს ზაქაშვილი.

ცნობისთვის, როგორც უჩა ზაქაშვილი განმარტავს, ზონალური ანუ ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იგივეა, რაც შენობის სიმაღლის გაზრდის შესაძლებლობა, რისთვისაც დეველოპერი შესაბამის მოსაკრებელს იხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system