თავში

გაზი იაფდება - საქართველო "გაზპრომთან" ხელშეკრულებას გადახედავს

გაზი იაფდება - საქართველო "გაზპრომთან" ხელშეკრულებას გადახედავს
გაზი იაფდება - საქართველო გაზპრომთან ხელშეკრულებას გადახედავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის შემცირების მიზნით მოხდება.

მინისტრის განმარტებით, გაზის ფასი 15%-ით უნდა შემცირდეს.

„გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც „სოკარი“ , ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე,“-განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ბუნებრივი გაზის განახლებული პროგნოზით, საქართველო იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან საერთო ჯამში, 2 მლრდ 569,594 მ3 მლნ გაზის მიღებას ელოდება.

ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება თავდაპირველ პროგნოზს, რომელიც 2 მილიარდ 572.953 მ3 იყო.

პირველადი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმებოდა, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი -873.804 მ3 მლნ. განახლებული მაჩვენებლები კი ასეთია: აზერბაიჯანი - 2 347,588 მ3, მათ შორის შაჰ-დენიზი 882,742 მ3, „სოკარი“ - 1 464,846 მ3.

"გაზპრომიდან" 2020 წელს პირვანდელი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი იგეგმებოდა, განახლებულ პროგნოზში კი ეს მაჩვენებელი 200,000 მ3-ს გაუტოლდა.

ადგილობრივი გაზის მოპოვების პროგნოზი ეკონომიკის სამინისტრომ 17.866 მ3 მლნ-დან 11.607 მ3-მდე შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system