თავში

გაზის კომერციულ ტარიფზე მთავრობა "თბილისი ენერჯის" შეხვდება

გაზის კომერციულ ტარიფზე მთავრობა "თბილისი ენერჯის" შეხვდება
გაზის კომერციულ ტარიფზე მთავრობა თბილისი ენერჯის შეხვდება

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება.

ნათია თურნავას თქმით, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება, ხოლო კომერციულ ნაწილში კომპანიისგან მოისმენენ დასაბუთებას, თუ რამდენად აუცილებელია არსებულ ვითარებაში ტარიფის ზრდა.

„პადნემიიდან გამომდინარე მართლაც არაერთი გამოწვევების წინაშე დადგა ეკონომიკა და ბიზნესი. ენერგეტიკული კომპანიებიც არაა გამონაკლისი და მათ სერიოზული სირთულეები აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ეს არაა რეგულირებადი, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.

კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თბილისის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით მომარაგება და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“,-აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯი" პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის კომერციულ ტარიფს 24 თეთრით ზრდის. კომპანიამ ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა.

კომერციულიტარიფის ზრდის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება სახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system