თავში

გაზის სიიაფით საქართველო მესამე ადგილზეა

გაზის სიიაფით საქართველო მესამე ადგილზეა
გაზის სიიაფით საქართველო მესამე ადგილზეა

ააქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის საფასური 55.13 თეთრს შეადგენს, რაც, სემეკის შეფასებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმეტესობასთან შედარებით ბევრად დაბალი ტარიფია.

სემეკი ხაზს უსვამს, რომ საქართველოზე იაფი გაზი მხოლოდ ბუნებრივი აირის მომპოვებელ ქვეყნებში - რუსეთის ფედერაციასა (26.23 თეთრი კუბურ მეტრზე) და აზერბაიჯანშია (34.08 თეთრი კუბურ მეტრზე). 

ასე გამოიყურება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები ქვეყნების მიხედვით კუბურ მეტზე (თეთრებში):

● რუსეთი 26.23
● აზერბაიჯანი 34.08
● საქართველო 55.13
● თურქეთი 69.05
● სომხეთი 89.81
● უკრაინა 92.64
● მოლდოვა 103.05
● სერბეთი 116.24
● ბოსნია და ჰერცოგოვინა 116.24
● უნგრეთი 120.05
● რუმინეთი 120.40
● ხორვატია 130.11
● ლატვია 154.75
● ლუქსემბურგი 155.44
● ბულგარეთი 155.79
● სლოვაკეთი 155.79
● ლიეტუვა 156.14
● ესტონეთი 158.91
● პოლონეთი 164.12
● გაერთიანებული სამეფო 171.06
● ბელგია 192.22
● საბერძნეთი 192.57
● სლოვენია 198.47
● ჩეხეთი 203.33
● ჩრდილოეთ მაკედონია 207.49
● გერმანია 219.29
● აუსტრია 229.00
● ირლანდია 236.98
● ესპანეთი 255.37
● საფრანგეთი 255.37
● პორტუგალია 263.70
● იტალია 266.82
● დანია 296.66
● ჰოლანდია 319.56
● შვედეთი 410.47

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system