თავში

"გაზპრომი" ევროპას აშანტაჟებს - სერგეი მაკოგონი

"გაზპრომი" ევროპას აშანტაჟებს - სერგეი მაკოგონი
გაზპრომი ევროპას აშანტაჟებს - სერგეი მაკოგონი

უკრაინამ, საწვავის ტრანზიტის გაზრდაზე უარის თქმის გამო, "გაზპრომი" ევროპის შანტაჟში დაადანაშაულა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

 უკრაინის გაზოპერატორის GTS-ის ხელმძღვანელმა, სერგეი მაკოგონმა, 20 დეკემბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ გზით რუსეთი გერმანულ-რუსული საკამათო გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების დაჩქარებას ცდილობს. 

„ევროკავშირში გაზის ზედმეტად მაღალი ფასების (1800 დოლარი ათას კუბურ მეტრზე), ხელმისაწვდომი უფასო სატრანზიტო სიმძლავრეებისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებების მიუხედავად, რომელიც ევროკავშირში მიწოდების გაზრდას ითვალისწინებდა, "გაზპრომს" იანვრისთვის დამატებითი სიმძლავრე არ დაუჯავშნია. „გაზპრომი“ არ გეგმავს ტრანზიტის გაზრდას დღეში 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტით, რაც გათვალისწინებულია არსებული ხელშეკრულებით. დასკვნები აშკარაა - ევროპის შანტაჟი "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" უსწრაფესი სერტიფიცირების მიზნით გრძელდება“, - წერს მაკოგონი.

„გაზპრომს“ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსულმა კონცერნმა იანვარში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე უარი განაცხადა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system