თავში

"გაზპრომი“ ევროპის საცავებს გაზით შეავსებს

"გაზპრომი“ ევროპის საცავებს გაზით შეავსებს
გაზპრომი“ ევროპის საცავებს გაზით შეავსებს

რუსეთი ევროპის გაზის საცავებს მას შემდეგ შეავსებს, რაც საკუთარი საწყობების ავსებას დაასრულებს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროპის საცავების შევსებას "გაზპრომი" 8 ნოემბრიდან დაიწყებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "გაზპრომი"  ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელ ვითარებას შექმნის. 

„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ "გაზპრომი" 1 ნოემბრისთვის  რუსეთის მიწისქვეშა საწყობებში ამოტუმბული გაზის სამიზნე მოცულობას - 72,6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ხოლო შევსების პროცედურა 8 ნოემბრისთვის დასრულდება.

„როგორც კი გაზის  რუსეთის ფედერაციის UGS ობიექტებში შეყვანას დავასრულებთ, „გაზპრომს“ გაზის გადატუმბვას ევროპის UGS ობიექტებში დაიწყებს“, - განაცხადა მილერმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად რუსული გაზის მოცულობა ევროპის მიწისქვეშა საცავებში  „უმნიშვნელოა“ და  190 ათას კუბურ მეტრზე ნაკლებს შეადგენს.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ევროკავშირის კომისარმა სამუშაოსა და სოციალური უფლებების საკითხებში, ნიკოლას შმიდტმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის უკიდურესად მაღალი ფასების გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გაღარიბდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system