თავში

"გაზპრომი“ ევროპისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

"გაზპრომი“ ევროპისთვის გაზის მიწოდებას იწყებს
გაზპრომი“ ევროპისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთში დამატებითი არასამუშაო დღეების გამოცხადების გამო, გეგმაზე მეტად ჩატვირთვის გაგრძელება 7 ნოემბრის ჩათვლით გადაწყდა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "გაზპრომი" ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელ ვითარებას შექმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system