თავში

"გაზპრომმა" ევროპა გაზის დეფიციტში დაადანაშაულა

"გაზპრომმა" ევროპა გაზის დეფიციტში დაადანაშაულა
გაზპრომმა ევროპა გაზის დეფიციტში დაადანაშაულა

რუსულმა გაზის ოპერატორმა, "გაზპრომმა" ევროპა ევროკავშირში გაზის დეფიციტში დაადანაშაულა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ "გაზპრომის" სპიკერმა, ალექსეი კუპრიანოვმა განაცხადა.

ალექსეი კუპრიანოვის განცხადებით, ბუნებრივი აირის დეფიციტი დასავლეთ ევროპაში მის მიწოდებაზე განაცხადების არარსებობის გამო წარმოიშვა და არა "გაზპრომის" ბრალეულობით.

„რუსეთისა და "გაზპრომის" მიმართ ყველა ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელია და არ შეესაბამება რეალობას... ჯობია სარკეში ჩაიხედონ“, - განაცხადა კუპრიანოვმა.

„გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, 2021 წელს უფრო მეტი გაზი მიეწოდება იტალიას, გერმანიას, თურქეთს, ბულგარეთს, სერბეთს, დანიას, ფინეთსა და პოლონეთს. 

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system