თავში

"გაზპრომსა" და Botas-ს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

"გაზპრომსა" და Botas-ს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა
გაზპრომსა და Botas-ს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

რუსულმა გაზოპერატორმა „გაზპრომ ექსპორტმა“ და თურქულმა Botas-მა გაზის მიწოდებისა და გაზის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესახებ ახალ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას "გაზპრომი" ავრცელებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულება ოთხი წლის ვადით გაფორმდა. 

Botas-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს თურქული ნაკადის მეშვეობით წელიწადში 5,75 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას.

„კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან გაფორმდა ახალი კონტრაქტი Botas-ისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს 5,75 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას თურქული ნაკადის გაზსადენით ყოველწლიურად 4 წლის განმავლობაში", - აღნიშნულია "გაზპრომის" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system