თავში

გაზზე მომუშავე ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების პრობლემა

გაზზე მომუშავე ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების პრობლემა
გაზზე მომუშავე ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების პრობლემა

2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. მძღოლები, რომლებსაც არ ექნებათ აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი, არ დაიშვებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს. 

1 იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა აღნიშნული რეგულაციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი აზრით, ეს ღონისძიება საგზაო უსაფრთხოების ნაწილში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა სისტემაში არსებული ხარვეზი მის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

დავით მესხიშვილის აზრით, 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების სავალდებულოდ გახდომა საკმაოდ მოულოდნელი სიახლე იყო და ავტომფლობელებს არ ჰქონდათ დრო პროცესისთვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ. 

მისი თქმით, არანაირი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა. მან ასევე ცენტრების არასაკმარის რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

,,ცენტრების რაოდენობა რომლებმაც, თხევადი გაზის აირბალონები და მისი სისტემა უნდა შეამოწმონ, სრულებითაც არ არის საკმარისი. დედაქალაქის პირობებში მხოლოდ 2 მოქმედი ცენტრია. მაგალითად ბათუმში თუ არის მესაკუთრე ის უნდა ჩავიდეს ქუთაისში და წარმოიდგინეთ რამხელა ხარჯი უნდა გასწიოს მძღოლმა ინსპექტირებისთვის," - აღნიშნა მან. 

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ შემოწმებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება (5 საათამდე), ზოგიერთ მძღოლს დიდი მანძილის დაფარვაც მოუწევს აღნიშნული მომსახურების მისაღებად. მომსახურების ზუსტი საფასური კი დადგენილი არ არის და ის 220-250 ლარის ფარგლებშია. დავით მესხიშვილის აზრით, გადასახადის ზედა და ქვედა ზღვარი შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა დაადგინონ .

დავით მესხიშვილი ელექტრონული სისტემის არარსებობაზეც საუბრობს. 

,,პროცესი არის მოუმზადებელი, არ არსებობს ელექტრონული პროგრამა და რაღაც ძველი მეთოდებით ხდება ფურცლების გაცემა. ჩემი აზრით, ასე შესაძლებელია საბუთების გაყალბება" - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე.

იხილეთ დავით მესხიშვილის სრული განცხადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system