თავში

"გეფერინი" ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზს ამატებს

"გეფერინი" ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზს ამატებს
გეფერინი ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზს ამატებს

აქსესუარებისა და ჩანთების მწარმოებელი ქართული კომპანიის, "გეფერინის" ახალი ბრენდმაღაზია ამჯერად ნიუ-იორკში გაიხსნა. "გეფერინის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილია გეფერიძე ამბობს, რომ დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნიდან დღითი დღე იზრდება. ბრენდს მაღაზიები უკვე აქვს სინგაპურსა და ქუვეტში. ილია გეფერიძის თქმით, საწარმოში ჩადებულია 3 მილიონი ლარის ინვესტიცია.წლის ბოლომდე კიდევ ნახევარი მილიონის ლარის ინვესტირება უნდა მოხდეს გაზრდილი მოთხოვნის გამო. ნოებერსი კომოპანიის წარმომადგენლობა პოტენციურ მყიდველებს შეხვდება,სადაც დიდი ალბათიობვით პირველ პრენჩიზს გაყიდის.

"ნიუ-იორკის ჩელსი მარკეტში ჩვენი მაღაზია მყიდველების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ესაა კუნძულის ტიპის მაღაზია, ისეთივე ,როგორიც სინგაპურშა და ქუვეიტში. წარმოებაში დავამატეთ ფეხსაცმელები და აქსესუარები. მყიდველმა ჩანთების მსგავსად ეს ხაზიც კარგად მიიღო. წინა წელს ჩვენმა კომოპნიამ შანხაის გამოფენაზე "ძალები მოსინჯა" და უკმაყოფილო არ დავრჩით, წელს ყოველმხრივ მომზხადებული მივდივართ, რომ სერიოზული ხელშეკრულებები გავაფორმოთ მსხვილ კომპანიებთან," - განაცხადა გეფერინის" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილია გეფერიძემ.

"გეფერინი" 2016 წელს დაარსდა. ბრენდის სახელწოდება დამფუძნებლის გვარიდან - გეფერიძიდან მომდინარეობს. ლოგოზე სახელთან ერთად დატანილია გვირგვინი და წარწერა "2009" . აღნიშნული წარწერა დამფუძნებლისა და მისი მეუღლის ქორწინების თარიღს უკავშირდება.

საწარმო 22 დანადგარით არის აღჭურვილი. ჩანთებისა და აქსესუარების შესაკერად ტყავი ან ტყავის შემცვლელი გამოიყენება. მასალა ძირითადად თურქული, ნაწილობრივ ქართულია. "გეფერინი" ხელნაკეთ ჩანთებსაც აწარმოებს. პროდუქციის ღირებულება 19-დან 250 ლარამდე მერყეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system