თავში

გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გამოსწორებას დღეიდან სხვა კომპანია შეუდგება

გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გამოსწორებას
გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გამოსწორებას დღეიდან სხვა კომპანია შეუდგება

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს.

ამის შესახებ report.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 

გელათის სამონასტრო კომპლექსში პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს.

ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია.

პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" და "იკორთა 2007" ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 - 12000 ლარს მოიცავს.

"სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა. ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების მიზეზით, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუშინ საღამოდანვე დაიწყო და დღეს დასრულდება. აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს.

სამუშაოების წარმართვას კი ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება," - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რეაბილიტაციის ფარგლებში, გელათის მონასტერს თუნუქის ფილებით გადახურავსთუნუქის ფილებით გადახურვა მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა. მათი თქმით, კარვის პრინციპით გადახურვაზე უარი თქვეს, რადგან ეს დამატებით კონსტრუქციულ დატვირთვას წარმოქმნიდა.

სპეციალისტთა ნაწილის აზრით, გელათში არსებულ ხატებს ტაძრის თუნუქის ფილებით გადახურვა ვერ დაიცავს და ზამთარში შესაძლოა უნიკალური კულტურული ძეგლი კვლავ დაზიანდეს. 

გელათის ტაძრის მიკროკლიმატს საზედამხედველო სისტემა გააკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system