თავში

გენადი არველაძე: ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება

გენადი არველაძე: ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება
გენადი არველაძე: ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება

"DCFTA-ის წარმატებული შეთანხმების და ეფექტური განხორციელების შედეგია, რომ ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება" , - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. 

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებამდე საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65 პროცენტი ეკავა, დღეს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 89 პროცენტს შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესის უფრო მეტი პოპულარიზებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების სარგებლიანობისა და შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივ აუდიტორიამდე, რაშიც ხელისუფლებას მედიის მხარდაჭერისა და პარტნიორობის იმედი აქვს.

DCFTA - ის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად ვახორციელებთ მიზნობრივი ჯგუფების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებას. ამ კუთხით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა მედია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს საქართველოში DCFTA - ის იმპლემენტაციის პროცესი. ამავე დროს, მსგავსი საკომუნიკაციო ფორმატი ორმაგად სასარგებლოა“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system