თავში

გენდერული თანასწორობის დაცვისთვის ბიზნესი დაჯილდოვდება

გენდერული თანასწორობის დაცვისთვის ბიზნესი დაჯილდოვდება
გენდერული თანასწორობის დაცვისთვის ბიზნესი დაჯილდოვდება

“ათასწლეულის ფონდი” კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ 2020 წლის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. 

როგორც report.ge-ს “ათასწლეულის ფონდიდან” აცნობეს, ღონისძიებას გახსნიან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი, ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი. ღონისძიებას დაესწრებიან კონკურსში მონაწილე კომპანიების, საქართველოს პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

ჯილდო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.

კონკურსის პარტნიორები არიან: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

ცნობისთვის, „ათასწლეულის ფონდმა“ კონკურსს საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა და ის მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ ინიცირებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, კონკურსში 200-მდე კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან ბანკები, კერძო უნივერსიტეტები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო სექტორში მომუშავე კომპანიები, სასტუმრო და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system