თავში

გეოგრაფიულ აღნიშვნებს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა

გეოგრაფიულ აღნიშვნებს ადგილწარმოშობის დასახელების
გეოგრაფიულ აღნიშვნებს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა

2020 წელს, საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს ოთხი ღვინო დაემატა.

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფლის“ დეკემბრის ნომერში.

უწყების ცნობით, დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს ახლადამატებული ოთხი ღვინოა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციის, ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით. 

ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული: „ქინძმარაული“, „მანავი“, „კახეთი“, „ნაფარეული“, „თელიანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „ხვანჭკარა“, „ატენი“, „სვირი“, „ვაზისუბანი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „ტვიში“, „ყვარელი“, „კოტეხი“, „ხაშმის საფერავი“, „ბოლნისი“, „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით მუშაობს 2021 წელსაც გააგრძელებს.

შეგახსენებთ, იშვიათი ადგილობრივი ვაზისა და ხეხილის ჯიშების მოძიების, აღდგენის, შენარჩუნებისა და გენოფონდის კვლევის მიზნით, 2020 წელს კოლექციას 80-მდე ახალი ჯიში შეემატა. დღეისთვის, მოძიებული და დაცულია: ვაზის 450-მდე ქართული, 350-ზე მეტი უცხოური და 400-ზე მეტი მრავალწლოვანი კულტურების ჯიში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system