თავში

Georgia Capital-მა ენერგოკომპანია "ჰიდროლეა" შეიძინა

Georgia Capital-მა ენერგოკომპანია "ჰიდროლეა" შეიძინა
Georgia Capital-მა ენერგოკომპანია ჰიდროლეა შეიძინა

საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალმა" (Georgia Capital) ხელი მოაწერა შპს ჰიდროლეას 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, - ამის შესახებ განცხადებას თავად "საქართველოს კაპიტალი" ავრცელებს. 

შპს ჰიდროლეა 2012 წელს დაარსდა. კომპანია სამ მოქმედ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეც 20.6 მეგავატია. ამასთანავე, ჰიდროლეას ეკუთვნის 19-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის უფლებას. შპს ჰიდროლეას ჰესები „ახმეტა“ და „დებედა“ მდინარე ალაზანსა (კახეთი) და მდინარე დებედაზე (ქვემო ქართლი) მდებარეობს. აღნიშნული ჰესები 2014-2015 წლებში გაეშვა. მესამე ჰესი - „კასლეთი 2“ მდებარეობს სვანეთში, მდინარე კასლეთზე, რომელმაც ოპერირება 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. 19 მეგავატიანი ჰესის „დარჩის“ მშენებლობის დაწყება სვანეთში, მდინარე დარჩზე 2020 წელს იგეგმება. ჰესი ექსპლუატაციაში 2022 წლის ბოლოს გაეშვება.
“მოხარული ვარ, განვაცხადო ჰიდროლეას შესყიდვის შესახებ, რაც ძალზე მნიშვნელოვანი გარიგებაა ჩვენი განახლებადი ენერგიის მიმართულებისთვის“, - აცხადებს საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.
გარიგების შედეგად, "საქართველოს კაპიტალის განახლებადი ენერგიის მიმართულებას ჯამში, 71 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ექნება. საინვესტიციო ჰოლდინგი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრის 400 მეგავატამდე ზრდას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system