თავში

Georgian Airways-ი სატვირთო მიმართულებასაც გააქტიურებს

Georgian Airways-ი სატვირთო მიმართულებასაც გააქტიურებს
Georgian Airways-ი სატვირთო მიმართულებასაც გააქტიურებს

Georgian Airways-ი ე.წ კარგო მიმართულების განვითარებას გეგმავს. 

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია ამბობს, რომ Cargo ტიპის თვითმფრინავების შემოყვანაზე მოლაპარაკებები კრედიტორებთან აქტიურად მიმდინარეობს. 

სატვირთო მიმართულების გააქტიურებაზე ზრუნვა ავიაკომპანიას მანამდეც დაწყებული ჰქონდა, თუმცა Cargo მიმართულების საჭიროებასა და მომგებიანობაში ავიაკომპანია პანდემიისას კიდევ უფრო დარწმუნდა.

სატვირთო გადაზიდვებზე Georgian Airways-მა ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში „საქართველოს ფოსტასთან“ გააფორმა შეთანხმება, რითაც ავიაკომპანიის აქტივები „საქართველოს ფოსტასთან“ გაერთიანდა და აეროპორტში მათი ტერმინალის მეშვეობით დაიწყო cargo გადაზიდვები.

"სამოქალაქო ავიარეისის შესრულების დროს დატვირთვა მოდიოდა თვითმფრინავებში არსებული დამატებითი ტვირთის გადაზიდვით. სხვადასხვა ტვირთი იყო, სახიფათო ნივთებიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის მიმართულებითა და საფოსტო გზავნილებით დამთავრებული, მაგრამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ რეგიონში Cargo მიმართულებაზე მოთხოვნა გაიზარდა. cargo მიმართულების სრულად ამუშავებით შევეცდებითპანდემიით მიღებული ფინანსური კრიზისის განეიტრალებას“,- ამბობს რომან ბოკერია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system