თავში

გერმანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში 100 000-მდე გაიზრდება - ნორბერტ ფიბიგი

გერმანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში 100 000-მდე გაიზრდება - ნორბერტ ფიბიგი
გერმანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში 100 000-მდე გაიზრდება - ნორბერტ ფიბიგი

გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სტუმრობით - ამის შესახებ განცხადება გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნორბერტ ფიბიგმა საქართველო - გერმანიის ბიზნეს შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ღონისძიება გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ნორბერტ ფიბიგი ვარაუდობს, რომ წელს საქართველოში შარშანდელტან შედარებით გაცილებით მეტი გერმანელი ტურისტი ჩამოვა.

„გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და თბილისში სტუმრობით. ეს დასტურდება ციფრებითაც - მაგალითად, 2018 წელს გერმანიიდან საქართველოში 65,000 ადამიანი ჩამოვიდა, წელს კი, ჩვენი ვარაუდით, რიცხვი 100 000-მდე გაიზრდება,“ - განაცხადა ნორბერტ ფიბიგმა .

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system