თავში

გერმანელი ჟურნალისტები პრეს-ტურით საქართველოს ეწვივნენ

გერმანელი ჟურნალისტები პრეს-ტურით საქართველოს ეწვივნენ
გერმანელი ჟურნალისტები  პრეს-ტურით საქართველოს ეწვივნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა.როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, გერმანული მედიის წარმომადგენლებმა 1 - კვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში თბილისი, კახეთი და დაცული ტერიტორიები მოინახულეს.

„საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, გერმანულ გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ფრინველებზე დაკვირვების შესახებ სტატიები დაიბეჭდება. გერმანული მედიის წარმომადგენლები გურჯაანს, ტიბაანს, სიღნაღს, დედოფლის წყაროს ესტუმრნენ. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორია დაათვალიერეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყოველდღიურ გამოცემას Süddeutsche Zeitung”-ს მილიონ სამასი ათასამდე მკითხველი ჰყავს და განსაკუთრებით პოპულარულია 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

„ჩვენი მიზანია მოვახდინოთ კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ „Süddeutsche Zeitung“-ის ჟურნალისტები, მათ მოინახულეს საქართველოს დაცული ტერიტორიები. საერთაშორისო ჟურნალისტებმა მოამზადეს მასალა სათავგადასავლო და ეკოტურიზმის მიმართულებით, რომლის პოზიციონირებაც გერმანულ ტურისტულ ბაზარზე მოხდება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას გერმანულ ტურისტულ ბაზარზე“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით  საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system