თავში

გერმანია "დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგება

გერმანია "დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგება
გერმანია დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგება

გერმანია მხარს არ უჭერს დონალდ ტრამპის შეთავაზებას, რომელიც „დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა.

„რუსეთის გარიცხვის მიზეზი ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენცია იყო, ვინაიდან ჯერ პრობლემა გადაწყვეტილი არაა, რუსეთის დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ,“ - აღნიშნა მაასი და დასძენს, რომ რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრია, „დიდ შვიდიანში“ კი ახალი წევრები საჭირო არ არის. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთი „დიდი შვიდიანისთვის“ მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება.

„ვიცით, რომ სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთი გვჭირდება,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ “დიდი შვიდიანი“ და „დიდი ოცეული“ კეთილგონივრულად კოორდინირებული ფორმატებია. 

„დიდი ოცეული“ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების კიდევ უფრო დიდი ნაკრებია, რომლის წევრი რუსეთიცაა. ჩვენ არ გვჭირდება „დიდი თერთმეტიანი“ ან „დიდი „თორმეტიანი“, - ამბობს ჰეიკო მაასი.

ცნობისათვის, რუსეთი „დიდი შვიდიანიდან“ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა. ივნისის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდიანის“ გაფართოვებას და რუსეთის ჯგუფში დაბრუნებას უჭერდა მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system