თავში

გერმანია კანაფის გაყიდვის ლეგალიზებას გეგმავს

გერმანია კანაფის გაყიდვის ლეგალიზებას გეგმავს
გერმანია კანაფის გაყიდვის ლეგალიზებას გეგმავს

გერმანიის მომავალი მმართველი კოალიცია გეგმავს მარიხუანას გაყიდვას მთავრობის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Handelsblatt იუწყება.

სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას სურთ, კანაფის მოზარდებზე გაყიდვა ლიცენზირებულ მაღაზიებში ნებადართული გახადონ. ლიცენზიის მისაღებად ორი პირობა იქნება გათვალისწინებული - ხარისხის კონტროლის გარანტია და 18 წლამდე პირებზე პროდუქციის მიყიდვის აკრძალვა.

ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ გზით შესაძლებელია მარიხუანას ხარისხის კონტროლი, მათი მავნე მინარევებზე ტესტირება, შავი ბაზრის შემცირება და ასევე საგადასახადო შემოსავლის ახალი წყაროების მიღება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანიაში კანაფის უკანონო ბაზრის წლიური ბრუნვა მინიმუმ 2 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამავდროულად, გერმანია 1961 წლის გაერო-ს ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ერთიანი კონვენციის წევრია, რაც მას  კანაფის იმპორტს და ექსპორტს უკრძალავს. შესაბამისად, გერმანიას მოუწევს მარიხუანა თავის ტერიტორიაზე აწარმოოს.

ამჟამად მარიხუანა სრულად ლეგალიზებულია მხოლოდ ორ ქვეყანაში - ურუგვაიში და კანადაში. პრეპარატი ნაწილობრივ ლიცენზირებულია 30 ქვეყანაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system