თავში

გერმანია კარანტინში მყოფ არავაქცინირებულებს კომპენსაციას აღარ გადაუხდის

გერმანია კარანტინში მყოფ არავაქცინირებულებს კომპენსაციას აღარ გადაუ
გერმანია კარანტინში მყოფ არავაქცინირებულებს კომპენსაციას აღარ გადაუხდის

გერმანია არავაქცინირებულ დასაქმებულებს, რომლებიც იძულებულები გახდებიან, კარანტინში გადავიდნენ, კომპენსაციას აღარ გადაუხდის. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უსამართლოა, გადასახადების გადამხდელებს იმ ადამიანის დახმარება სთხოვო, მათ, ვინც უარს იტყვის ვაქცინაციაზე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რეგულაცია ძალაში 11 ოქტომბერს შევა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება 11 ოქტომბრიდან ფასიანი ხდება.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გერმანიაში ზრდასრული მოსახლეობის 74%-ი სრულადაა ვაქცინირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system