თავში

გერმანიაში "ჩრდილოეთის ნაკადი-2" სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

გერმანიაში "ჩრდილოეთის ნაკადი-2" სტრატეგიულ პროექტად დასახელდა
გერმანიაში ჩრდილოეთის ნაკადი-2 სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

რუსული მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გერმანიაში სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. ამის შესახებ მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ რობერტ ჰაბეკმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გაზსადენის პროექტი პირდაპირ ზეწოლას ახდენს უკრაინაზე და გერმანიის პოლიტიკაზე.

""ჩრდილოეთის ნაკადი 2" არასოდეს ყოფილა მხოლოდ კერძო პროექტი. ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც ზეწოლას ახდენს უკრაინაზე და ზრდის გერმანული პოლიტიკის დამოკიდებულებას“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა ქსელის სააგენტომ  პროექტის სერტიფიცირება შეაჩერა. მარეგულირებლის თქმით, საკითხის განხილვაზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაზპრომის კუთვნილი შვეიცარიული კომპანია Nord Stream 2 AG იურიდიული ფორმით იქნება ორგანიზებული გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი გაზის გადამცემი ოპერატორი.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system