თავში

გერმანიაში კომუნალური გადასახადების ფასი გაიზარდა

გერმანიაში კომუნალური გადასახადების ფასი გაიზარდა
გერმანიაში კომუნალური გადასახადების ფასი გაიზარდა

2021 წელს გერმანიაში ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე და ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

ექსპერტები კომუნალური გადასახების ფასის  ერთ-ერთ მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, 2021 წელს დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა  ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა.

რამდენიმე თვეა, ბუნებრივი აირის საბითუმო ფასები იზრდება და უმაღლეს დონეს აღწევს. გაზრდილი მოთხოვნის გარდა, მიზეზებად ასახელებენ მომხმარებელ ქვეყნებში გაზის საწყობების გადატვირთულობას, ასევე ბუნებრივი აირის მწარმოებელი ქვეყნების ექსპორტის მოცულობის შემცირებას.

Verivox-ის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ შინამეურნეობაზე წლიური მოხმარებით 20 ათასი კილოვატ/საათში წელიწადში საშუალოდ 1704 ევროს შეადგენს. წლის დასაწყისში ეს თანხა 1162 ევრო იყო, რაც ფასების 47%-იან ზრდაზე მიუთითებს.

ფასზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია 2022 წლის 1 იანვრიდან ნახშირორჟანგის (CO2) გადასახადის ზრდა ტონაზე 25-დან 30 ევრომდე.

მსგავსი ტენდენციები შეინიშნება საწვავის ფასებზეც. თუ 2021 წლის იანვარში გერმანიაში 100 ლიტრი ნედლი ნავთობის საშუალო შეწონილი ფასი 49 ევრო იყო,  დეკემბერში ეს ფასი დაახლოებით 69 ევრო გახდა, რაც ფასის 41%-ით ზრდას გულისხმობს.

გარდა ამისა, 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ელექტროენერგიის საშუალო სამომხმარებლო ფასი 18.4%-ით გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system