თავში

გერმანიის ეკონომიკა 2022 წელისთვის აღდგება - პიტერ ალტმაიერი

გერმანიის ეკონომიკა 2022 წელისთვის აღდგება - პიტერ ალტმაიერი
გერმანიის ეკონომიკა 2022 წელისთვის აღდგება - პიტერ ალტმაიერი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ გერმანიის ეკონომიკა  2022 წელს სრულად აღდგება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.

ალტმაიერის თქმით, წელს გერმანიის ეკონომიკა 3-4 პროცენტით გაიზრდება. 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ კერძო სექტორისა და ბიზნესის დასახმარებლად დაახლოებით 100 მილიარდი ევროს ოდენობით პაკეტი დაამტკიცა, რისი საშუალებითაც მილიონობით სამუშაო ადგილი იქნა შენარჩუნებული. 

გერმანიის ეკონომიკისათვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი უპრეცედენტო აღმოჩნდა. გერმანიის ეკონომიკურმა ინსტიტუტმა (IW) პანდემიის მთლიანი პერიოდის განმავლობაში გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება დაახლოებით 250 მილიარდ ევროდ შეაფასა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system