თავში

გერმანული კაპიტალით საქართველოში 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს

გერმანული კაპიტალით საქართველოში 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს
გერმანული კაპიტალით საქართველოში 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს

“საქართველო - გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის იანვარი - მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40 პროცენტით გაიზარდა,“ - ამის შესახებ დღეს "ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის თანამშრომლობა. თურნავას თქმით, საქართველოში დღეს 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. ამის მიუხედავად, განვითარების რესურსი ბევრად მეტია.

დღეს ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი შედგა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფორმატი გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანიის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის ფარგლებში ეს უკვე მეორე შეხვედრაა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის პირველი თემატური ონლაინ შეხვედრა 5 მაისს შედგასოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, საქართველო-გერმანიის ეკონომიკურ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ასპექტია ქართველი მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა.  ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სამთვიან სეზონურ სამუშაოებზე აქვთ. გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა კვოტა 10-ჯერ გაზარდა და 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის, საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას. თავდაპირველად კვოტა 500-ს შეადგენდა. გერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან უკვე გაემგზავრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system