თავში

გერმანულმა HIPP-მა გორში ნაკვეთი ბიოწარმოების დასაწყებად შეიძინა

გერმანულმა HIPP-მა გორში ნაკვეთი ბიოწარმოების დასაწყებად შეიძინა
გერმანულმა HIPP-მა გორში ნაკვეთი ბიოწარმოების დასაწყებად შეიძინა

ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი საქართველოში ბიო პროდუქტებისთვის ბაღების მშენებლობას დაიწყებს. მანამდე კომპანია საერთაშორისო მნიშვნელობის ბიო სერთიფიკატის აღებას გეგმავს. 

საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვასილ ახვლედიანი ამბობს, რომ ამჟამად ბიო წარმოებაზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობსმისი განცხადებით, ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელში ნიქოზში 80 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ბიო წარმოების დაწყებაც აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება. კომპანია ბაღების გაშენებას რამდენიმე წელია გეგმავდა, რისთვისაც 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროექტი ადგილობრივებთან დაპირისპირების გამო ვერ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება გადამუსშებული ხილის ექსპორტზე გატანა,ხოლო ხილ-ბოსტნეულის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა. ჯამში პროექტში 200 000-300 000 ევროს ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

რაც შეეხება კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქარხანას, რომელიც ბავშვთა კვებისთვის ნედლეულს ამუშავებდა და ექსპორტზე გადიოდა და რომელიც უკვე რამდენიმე წელია საკმარისი ნედლეულის არ არსებობის გამო შეჩერებულია.

ამჟამად კომპანიას კარტოფილი, ხახვი და სხვა ბოსტნეული მოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა, ეს ბიო პროდუქტი არ არის. ბიო წარმოება სავარაუდოდ 3 წლის შემდეგ დაიწყება.

Hipp-ი სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირებისთვის შესაბამის მიწის ნაკვეთს თითქმის 3 წელია ეძებს. 2015 წლის დასაწყისში საქართველოში Hipp-ის აქციონერი შტაფენ ჰიპი იმყოფებოდა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ Hipp-ი საქართველოში ინვესტიციის გაფართოებაზე ფიქრობს და ქვეყანაში მარცვლეულის, ბოსტნეულის და მესაქონლეობის კუთხით გეგმავდა. საუბარი იყო 1000 ჰექტარზე და ზევით მიწის ნაკვეთზე, სადაც იქნებოდა მეცხოველეობა, მემარცვლეობა. პროდუქცია კი როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე ექსპორტისთვის იქნებოდა განკუთვნილი. პროექტში რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადება იგეგმებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system