თავში

ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა
ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

„საქართველოს ბანკის“ 50,000 ლარიანი ფინანსური მხარდაჭერით სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის, მსხლის და ვაშლის ბაღებს ტყემლის ახალი ნარგავები დაემატა. ახალი ნერგები 5 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

შეღავათიანი აგროსესხით, მეწარმემ შეიძინა ტრაქტორი და გამართა დენის და სარწყავი სისტემები. ასევე, კაპიტალურად შემოიღობა ფართობი და აღიჭურვა ვიდეო კამერებით.

წელს უკვე პირველად, მეწარმემ 12 ტონამდე მოსავალი მიიღო, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განახორციელა. მომავალ წელს კი მოსალოდნელია 35 ტონა მოსავლის მიღება. სწორედ ამიტომ, მეწარმე სამომავლოდ საწარმოს აშენებასა და ტყემლის საწებლის წარმოების დაწყებას გეგმავს.

ობიექტზე ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ბაღებს საკუთარი აგრონომი ემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system