თავში

ღარიბაშვილმა "ენკასთან" დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

ღარიბაშვილმა "ენკასთან" დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა
ღარიბაშვილმა ენკასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კომპანია „ენკასთან" ხელშეკრულების მოშლაზე ისაუბრა.

 ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღბელი, რასთან დაკავშირებითაც ინვესტორსაც ესაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის სუვერენული უფლებაა, ინვესტორს ესაუბრონ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგსა და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერი ამბობს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა.

რისი გადახდა მოუწევს საქართველოს ინვესტორ კომპანიასთან კონტრაქტის მოშლის შემდეგ, პრემიერი განმარტავს, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.

"ნამახვანჰესი" აღარ აშენდება - ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system