თავში

ღარიბი ქვეყნების ვალი 2020 წელს 12%ით გაიზარდა

ღარიბი ქვეყნების ვალი 2020 წელს 12%–ით გაიზარდა
ღარიბი ქვეყნების ვალი 2020 წელს 12%ით გაიზარდა

მსოფლიო ბანკი დაბალშემოსავლიან ქვეყნებს აფრთხილებს, რადგან ამ ქვეყნების ვალი 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად 12%–ით გაიზრდა და $860 მილიარდს მიაღწია.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2022 წლის საერთაშორისო ვალის სტატისტიკამ დაბალშემოსავლიან და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ვალის რეკორდული მატება აჩვენა.

მან აქვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების უმეტესობა საგარეო ვალის ნიშნულის მაღალი რისკის ქვეშაა. მდგრადი ვალის დონე ამ მძიმე პერიოდში ქვეყნების ეკონომიკური აღდგენისა და სიღარიბის შემცირებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების საგარეო ვალის მოცულობა 2020 წელს 5.3%–ით გაიზარდა და $8.7 ტრილიონს გაუტოლდა.

მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, კარმენ რეინჰარტმა აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელთა წინაშე მაღალი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნები დგას, შეიძლება გაუარესდეს საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად.

მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ 2022 წლის ანგარიში გლობალური ვალის დონის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით კიდევ უფრო გააფართოვა, საგარეო ვალის შესახებ უფრო დეტალური და დანაწევრებული მონაცემების მიწოდებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system