თავში

ღორის დაავადებების პრევენციის ხერხებს რაჭველ ფერმერებს აცნობენ

ღორის დაავადებების პრევენციის ხერხებს რაჭველ ფერმერებს აცნობენ
ღორის დაავადებების პრევენციის ხერხებს რაჭველ ფერმერებს აცნობენ

ღორის დაავადებების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, სააგენტოს ვეტერინარებთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სააგენტოს ვეტერინარებმა ფერმერების კითხვებს უპასუხეს და დეტალურად ისაუბრეს ღორის ინფექციური დაავდებებისგან დაცვის საკითხებზე.

“რაჭაში მეღორეობა ერთ-ერთი ტრადიციული დარგია. დარგის განვითარების მთავარი წინაპირობა ვეტერინარული ღონისძიებების სწორად და ეფექტიანად განხორციელებაა. ამ მიზნით, ვხვდებით მოსახლეობას, ფერმერებს, ვეცნობით არსებულ ვითარებას და ასევე ვაწვდით ინფორმაციას დაავადებების პრევენციის შესახებ, რათა მათ დროულად უზრუნველყონ საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია, დაიცვან მოვლა/შენახვის აუცილებელი წესები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებასა და პროდუქტიულობის გაზრდას,“ - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც სააგენტოს ვეტერინარებმა „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საინფორმაციო მასალებიც გადასცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system