თავში

ნათია თურნავა: ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა

ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა
ნათია თურნავა: ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა

საქართველოში ძალიან დაგვიანდა ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის იმ წარუმატებლობის გამო, რაც განიცადა ანაკლიის პორტში ინვესტორმა განიცადა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ჟურნალისტებს  ფოთის პორტის გაფართოების შესახებ კითხვის პასუხად განუცხადა.

მინისტრისთქმით, ეკონომიკის სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს პორტების ხელმძღვანელებთან და ინვესტორებთან.

რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოების პროექტს, უკვე რამდენიმე წელია, ეს პროექტი არსებობს. იყო მცდელობა, რომ სანებართვო პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ იმ დროს ჩვენი მხრიდან არ იყო მხარდაჭერილი, რადგან გარკვეული პროცედურები იყო დარღვეული. ჯერჯერობით, მათ ახალი წინადადებით არ მოუმართავთ. ზოგადად ვიტყვი, რომ ცალსახად ჩანს და ჩვენი ტვირთების ბოლოდროინდელი სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოში მოთხოვნადია, საჭიროა და ძალიან დაგვიანდა ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის იმ წარუმატებლობის გამო, რაც განიცადა ინვესტორმა ანაკლიის პორტში. ანაკლიის პორტი რჩება ჩვენ სტრატეგიულ პრიორიტეტად. მას უპრეცენდენტო მხარდაჭერა ჰქონდა და ექნება სახელმწიფოდან, რაც მაძლევს იმედს, რომ ეს პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ იჩენს დაინტერესებას, თუნდაც ტენდერის გამართვის პროცესში, რომ დაგვეხმაროს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ანაკლია კვლავაც არის ნომერ პირველი სტრატეგიული პრიორიტეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system