თავში

ღვინის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა

ღვინის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
ღვინის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი წლიურად 12.8%-ით გაიზარდა 373.6 მლნ აშშ დოლარამდე, გასული წლის მაღალი ბაზიდან. ამასთან, ექსპორტი მნიშვნელოვნად, 22.3%-ით არის გაზრდილი 2019 წლის სექტემბრის დონესთან შედარებით. სექტემბერში იმპორტი წლიურად 23.4%-ით გაიზარდა 925.8 მლნ აშშ დოლარამდე, რაც ძირითადად ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდამ განაპირობა.

საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 31.8%-ით გაიზარდა სექტემბერში. 

2021 წლის სექტემბერში სპილენძი (-32.4% წ/წ), ფეროშენადნობები (+46.4% წ/წ), მანქანები (+44.9% წ/წ), თხილი (+24.6% წ/წ) და ღვინო (+22.0% წ/წ) იყო ტოპ 5 ექსპორტირებული საქონელი.

ამასთან, ექსპორტის 14.9% ევროკავშირზე მოდიოდა (-5.9% წ/წ), 48.0% დსთ-ზე (+23.1% წ/წ) და 37.1% სხვა ქვეყნებზე (+9.7% წ/წ). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system