თავში

ღვინის ფესტივალს 12 ოქტომბერს ახტალის პარკი უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალს 12 ოქტომბერს ახტალის პარკი უმასპინძლებს
ღვინის ფესტივალს 12 ოქტომბერს ახტალის პარკი უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს ახტალის პარკში  გაიმართება. მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში ღვინის ფესტივალი პირველად სამი წლის წინ გაიმართა და ტრადიციადაც იქცა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დიდი და მცირე მარნების, ღვინის ქარხნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო და ჭაჭა.


გასულ წლებთან შედარებით, წელს ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეთა და მეწარმეთა ორჯერ მეტი რაოდენობა იღებს და ეს ციფრი 200-ს უტოლდება, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, გურჯაანს ესტუმრებიან საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციის "ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" მონაწილეები, დიპლომატიური კორპუსი, 30 კაციანი დელეგაცია ევროპის ქვეყნებიდან, სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.

ღვინის ფესტივალის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება ესპანეთის ლაგუარდიისა და სლოვაკეთის პოვაჟკა-ბისტრიცას მუნიციპალიტეტებთან, ხოლო დღის მეორე ნაწილში გამოვლინდება გამარჯვებული მეღვინე, რომელიც გაემგზავრება შვედეთში მეღვინეობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი იქნება სახალხო დღესასწაული მეღვინეობის ქალაქში, რომელსაც 10000-ზე მეტი სტუმარი ეყოლება და მისი მნიშვნელობა და პოპულარობა გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system