თავში

ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ

ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ
ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ

ქვევრის ღვინის მწარმოებლები აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine (The Artisan Wine Fair) მონაწილეობენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოფენაში საქართველოდან ღვინის ათი მარანია წარმოდგენილი.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ასევე საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.

ქართველი მეღვინეების განცხადებით, გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს და ქართული ღვინის მიმართ დიდია ინტერესი როგორც პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან. მათივე თქმით, პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნიუ იორკის გამოფენის მონაწილე კომპანიები, 3-4 ნოემბერს ასევე წარმოდგენილი იქნებიან ქალაქ ლოს-ანჯელესში, ამავე ფორმატის გამოფენაზე RAW Wine LA.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system