თავში

"ღვინის სოფლის" მშენებლობა ყვარელში 2020 წელს დაიწყება

"ღვინის სოფლის" მშენებლობა ყვარელში 2020 წელს დაიწყება
ღვინის სოფლის მშენებლობა ყვარელში 2020 წელს დაიწყება

მეღვინეებისა და ღვინის მოყვალურებისთვის ახალი პლატფორმა, ტურისტულად აქტიური ზონა, "ღვინის სოფელი" იქმნება. პროექტს კომპანია 7S ახორციელებს. პროექტი კახეთში, კერძოდ ყვარელში მოეწყობა, ხოლო მისი ღირებულება ჯამში $76 000-ის ექვივალენტი ლარშია. კომპანია მეღვინეობით დაინტერესებულ პირებს ყვარელში ვენახის გასაშენებლად და კოტეჯის მოსაწყობად სპეციალურად განკუთვნილ ადგილმდებარეობას შესთავაზებს.

როგორც კომპანია 7S-ის მრჩეველმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა, მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ტერიტორიაზე გაიმართება კომუნიკაციები და სათანადო ინფრასტრუქტურა, წელსვე ჩაიდგმება 20 კოტეჯი, გაისად მათი რიცხვი შესაძლებელია 50-მდეც ავიდეს. მისივე ინფორმაციით, დანახარჯის ამოღებას ბიზნესი რამდენიმე წელიწადში გეგმავს. პროექტის ღირებულებაში, $76 000-ში, შედის სახლის ღირებულება, თეთრი კარკასით, მარნით, ვენახით, მიწით და ნაკვეთამდე მიყვანილი საჭირო ინფრასტრუქტურით. 

"პროექტის მიზანი არის ის, რომ კახეთში სახლი ყველას უნდა ჰქონდეს, სადაც თავის საგვარეულო ღვინის შექმნის შესაძლებლობაც ექნებათ. მუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი სასურველ კონცეფციას ქმნის, ჩვენ საკუთარი პირობები გვაქვს. ვინც ამ პროექტში შემოვა, მთავარი მოთხოვნები არის ის, რომ 400 კვ.მ-ზე ვენახი უნდა აიშენოს, თანაც, ეს უნდა იყოს საფერავის, რქაწითელის, ან სხვა ჯიშის ყურძენი. ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სახლები დიდი ზომის არ იყოს. ჩვენ კოტეჯების ტიპის 4 პროექტს ვთავაზობთ, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენთან ერთად საკუთარი გემოვნების მიხედვით დააკორექტირონ. სახლი, რომელიც აშენდება, აუცილებლად თეთრი ფერის და ქართული აგურით დახურული უნდა იყოს. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სახლები დიდი ზომის არ იყოს," - განაცხადა ბეგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system