თავში

ღვინო - საქართველოს სავიზიტო ბარათი

ღვინო - საქართველოს სავიზიტო ბარათი
ღვინო - საქართველოს სავიზიტო ბარათი

მეღვინეობის სფეროს სპეციალისტი გიორგი ბარისაშვილი აცხადებს, რომ ტურისტულ გზამკვლევში ქართული ღვინის  შეტანა მეღვინეობის სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისი თქმით, სწორი მარკეტინგია საჭირო, რომ სწორად მოხდეს ღვინის რეკლამერება, რაც მას უფრო მეტად გაუთქვამს სახელს მთელ მსოფლიოში, ამისთვის, როგორც ბარისაშვილი ამბობს, ქართული ღვინო სავიზიტო ბარათადაც კი უნდა იქცეს და მისი როლი ტურიზმში უფრო მეტად გაძლიერდეს.

,,ღვინის ტურიზმი არის ტურიზმის ყველა სეეგმენტზე მიბმული. ვინც ჩამოდის და სურს სრიალი თხილამურებზე, ის გვერდს ვერ აუვლის ღვინოს, ყველა შემთხვევაში ასეა. ამიტომ ღვინო უნდა იყოს ჩვენი სავიზიტო ბარათი. მართალია, ამ ეტაპზე ტურიზმი შეჩერებულია, მაგრამ თუ რამეს უნდა მიხედვა,  ერთ-ერთი მეღვინეობაა. ამას სჭირდება დახმარება, გარეკლამება, რათა მსოფლიოს ჩვენი თავი უკეთ გავაცნოთ. ამ მხრივ დიდი და განუწყვეტელი მუშაობაა საჭირო. ერთჯერადი აქციებით ვერაფერს გავაწყობთ, მუდმივად უნდა ისმოდეს ქართული ღვინოს პროპაგანდა და ამას რეგულარული ხასიათი  მიეცეს. ცხადია, ერთჯერადი პრომოუშენით არაფერი გაკეთდება. ჩემი აზრით,  ღვინის ტურიზმთან დაკავშირებით სწორად მიდის ტურიზმის ეროვნული სააგენტო, როგორიცაა, ღვინის მარნების მხარდაჭერა და სხვა, მცირე პაუზაც კი მეღვინეობას უკან დასწევს დარგს, რადგან თუნდაც ექსპორტი ავიღოთ, მცირე ჩავარდნაც რომ მოხდეს, ჩვენს ადგილს მაშინვე სხვა დაიკავებს. ამას მუდმივად სჭირდება დახმარება", - აცხადებს გიორგი ბარისაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გამოცემამ „Lonely Planet“ ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო. გზამკვლევში „Wine Trails: Europe“ ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთად დეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებ.

Lonely Planet-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრის და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system