თავში

"ღვინუკა" ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

"ღვინუკა" ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს
ღვინუკა ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა ზუკა მაისაშვილმა რაჭაში, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და იშვიათი რაჭული მშრალი ღვინის წარმოება დაიწყო.

ახალგაზრდა მეწარმემ საკუთარ ბიზნესზე ფიქრი, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო, სურდა წინაპრების მიერ დაწყებული საქმე გაეგრძელებინა და მშობლიურ კუთხეში საოჯახო ტიპის ღვინის წარმოება აეღორძინებინა. თუმცა, საკუთარი ბიზნესის დაწყებაში მთავარ პრობლემას ასაკობრივი ბარიერი და საწყისი კაპიტალის შოვნა იყო. საქმის წამოსაწყებად დაფინანსება მეწარმემ სტარტაპერებისთვის სპეციალურად განკუთვნილ სახელმწიფო პროექტში YES-Georgia-ში მოიპოვა. პროექტში ჩართვის შემდეგ ზუკა მაისაშვილი YES-Georgia-ს პროქტის ფარგლებში შექმნილი „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ სტუდენტი გახდა, სადავ ფულთან ერთად სამეწარმეო უნარებიც შეიძინა და  ბიზნესის მენეჯმენტშიც გაერკვია.

„სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე დამეწყო ჩემი საქმე, თუმცა ეს მარტივი არ იყო, რადგან საწყისი კაპიტალი არ მქონდა, ასაკიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ შემოსავლები არ მქონდა, ბანკისგანაც ვერ ვიღებდი სესხს. ამას ემატებოდა ისიც, რომ არც საკმარისი ცოდნა მქონდა საქმის დასაწყებად. მეწარმეთა სკოლაში ბიზნესგეგმის წერა ვისწავლე, გავერკვიე რისკების მართვასა და მინიმალიზების ხერხებში, ასევე ბიზნესის მართვის მთავარი უნარი შევიძინე," - გვეუბნება ახალგაზრდა მეწარმე.

მეწარმე Report.ge-ს უხსნის, რომ რაჭაში მხოლოდ ნახევრადტკბილ ღვინოებს აწარმოებდნენ, რაც მსოფლიო ბაზრისთვის ნაკლებ საინტერესო ღვინოდ ითვლება. მაისაშვილის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე მსრალ ღვინოზე ბევრად მეტი მოთხოვნაა.

„რაჭაში 70-მდე სხვადასხვა ენდემური ჯიშის ვაზი ხარობს, რომლებიც არათუ სადმე შეგვიძლია დავაგემოვნოთ, არამედ მისი ვენახებიც კი არ არის გაშენებული, ამიტომ გადავწყვიტე, "ღვინუკას" დაფუძნება და იმ რაჭული ენდემური ჯიშების გაცოცხლება, რომელიც მივიწყებულია და მხოლოდ რამდენიმე ნერგია შემორჩენილი. ამავდროულად, ინსპირაცია ჩემი 150 წლის წინანდელი წინაპრებიც გახდნენ, რომლებიც ასევე მეწარმეობას მისდევდნენ. რაჭაში მცირე რაოდენობით მოდის "უსახელოური" და "ტვიში". ორივე ბრენდი მოტხოვნადია. ვეცდები ასეთივე ექსკლუზიური და ორიგინალური იყოს ჩემი "ღვინუკაც," - ამბობს ზუკა მაისაშვილი.

ახალგაზრდა მეწარმის „ღვინუკა“ უკვე რეალიზაციაშია და სამომავლოდ წარმოების გაფართოებასაც გეგმავს.მის გეგმებში, ღვინის გარდა, რაჭული არაყისა და სიდრის წარმოება-რეალიზაციაც შედის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system