თავში

გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას , რომელშიც მოთხოვნადი ტურისტული ადგილების - მღვიმეების და კანიონების გახსნას  მოითხოვს. report.ge  ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მ არტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი). ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას. გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან , ჩვენი ასოციაცია - სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს:

– დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები ;

– სრულად მოიხსნას კომენდატის საათი ;

– დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია“, - ვკითხულობთ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოში 92 დაცული ტერიტორიიდან 5 დახურულია. მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, ესაა ადგილები, სადაც ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია. როგორც სააგენტოში report.ge-ს განუცხადეს, ამ ტერიტორიებზე დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრიდა ვიზიტორთა ისეთი რაოდენობა, რომელიც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდიდა. სააგენტოში მათი გახსნის კონკრეტულ ვადა ვერ გვითხრეს, რადგან ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუმცა იმედოვნებენ, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდება და მალე ამ ხუთ ლოკაციზეც შეძლებენ ტურისტების მასპინძლობას. 

საქართველოს 11.38%-ი დაცული ტერიტორიებია. 2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს. დაცული ტერიტორიების საგრანტო პორტფელი 54 მილიონი ლარია, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი.2021 წლის გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოს ბიუჯეტში მობილიზებული იქნება დაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.

ცნობისთვის, 2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2020 წელს, აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system