თავში

გიგლა მიქაუტაძე: ანაკლია წაართვეს საქართველოს და არა ინვესტორებს

გიგლა მიქაუტაძე: ანაკლია წაართვეს საქართველოს და არა ინვესტორებს
გიგლა მიქაუტაძე: ანაკლია  წაართვეს საქართველოს და არა ინვესტორებს

 "ლელო საქართველოსთვის" წევრმა გიგლა მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შემცირება პირდაპირ უკავშირდება მთავრობის მიერ ანაკლიის შეჩერებას, რომელიც არ წარმოადგენს რიგით კერძო პროექტს და მას გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს.

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილმა კანონპროექტმა, რომელიც საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არსებობს და ბიზნესი დაუცველია," - ამბობს მიქაუტაძე და დასძენს, რომ ანაკლია საქართველოს და მის მომავალ თაობებს წაართვეს და არა კონკრეტულ ინვესტორს, თუმცა, დროებით. 

მიქაუტაძის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს დაზიანებული იმიჯი გამოსწორდეს, ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. 

ცნობისთვის, აშშ-ს ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტი ქვეყანას არ გადაეცემა მანამდე, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვისთვის.

რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ის ანაკლიის განვითარების კონსოპრციუმს უნდა აეშენებინა, თუმცა მასთან 9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს. ეს ეჭვი გამოთქვა მერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

ჰოჯესის პასუხად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნმავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რითაც დასტურდება, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, თურნავას თქმით, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს საპორტი ინფრასტრუქტურის განვითარებვის ტემპი დააჩქაროს. მისივე თქმით, დაგეგმილია შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. თურნავას განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system