თავში

ვის ეხება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა

ვის ეხება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა
ვის ეხება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა

ყველა ის დაწესებულება რომელიც მოქმედებდა დღემდე, გააგრძელებს ფუნქციონირებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებს," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა და მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ აღიქვან ეს დამატებით შეზღუდვად. 

"არაერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი სასურსათო და სააფთიაქო ქსელების მომარაგება არის უწყვეტი და შესაბამისად ხვალინდელი შეზღუდვა რომელიც გულისხმობს მხოლოდ პირადი მანქანების გადაადგილების შეზღუდვას არ ეხება სურსათის მაღაზიებს, აფთიაქებს და სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დღეისთვის არის დაშვებული და რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტების შესაბამისად. ამ დაწესებულებების ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება," - თქვა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის მიწოდების სერვისებიც, რომლებიც უზრუნველყოფდა როგორც სასურსათო პროდუქციის მიტანას მომხმარებლამდე, ასევე წამლების და სხვა ნებისმიერი საქონლისას, რომელიც მიეწოდებოდა დაშვებული ეკონომიკური სუბიექტიდან.

მან ასევე განმარტა, რომ პირადი მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ გულისხმობს არანაირ შეფერხებას ან შეზღუდვას იმ მაღაზიების ქსელების მიმართ, რომლებიც დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებდნენ. რაც შეეხება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, სხვა დარგებს, რომლებიც ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა ამ სუბიექტისთვის იქნება დაშვებული სპეციალური საშვები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შეასრულონ თავიანთი ფუნქციები და შეუფერხებლად გადაადგილდნენ, რისთვისაც შესაბამისმა სუბიექტებმა უნდა მიმართონ მათ დარგობრივ უწყებას, მაგალითისთვის სასურსათო მაღაზიის ქსელმა ან სურსათის უზრუნველყოფისთვის საჭირო ბიზნესმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

,,ჩვენ მივმართავთ განსაკუთრებით მსხვილ სასურსათო მაღაზიათა ქსელებს, მსხვილ სააფთიაქო ქსელებს, მსხვილ ბიზნესს რომელთაც ამის საშუალება აქვთ, რომ მათ მაქსიმალურად იზრუნონ თავიანთი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე, რაც უნდა განახორციელონ ორგანიზებულად. მათ ამისთვის დასჭირდებათ მგზავრთა გადაყვანის უფლება, რისთვისაც უნდა მიმართონ შესაბამის დარგობრივ უწყებას და თუ რამე კითხვა დარჩებათ შესაბამისად მიმართონ ჩვენს საგანგებო მდგომარეობაზე სპეციალურად შექმნილ სამთავრობო ხაზს 144. გვაქვს იმედი, რომ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თავიანთ თანამშრომლებს, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი. მომდევნო 4 დღე არის დასვენების, ისედაც ძალიან ბევრი სტრუქტურა მუშაობს სხვა რეჟიმში, რაც უფრო შეამსუბუქებს იმ საჭიროებებს რომელიც მათ თანამშრომლებსაც ექნებათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღიდან, 17 აპრილის დღის 12 საათიდან  21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება.

დეტალურად ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაზე, report.ge გაგარკვევთ აქ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system