თავში

გინესის წიგნში ქართული ღვინო უძველესადაა მიჩნეული

გინესის წიგნში ქართული ღვინო უძველესადაა მიჩნეული
გინესის წიგნში ქართული ღვინო უძველესადაა მიჩნეული

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის იფიციალურ ვებგვერზე უძველესი ღვინის შესახებ ინფორმაცია განახლდა, რომლის მიხედვითაც უძველეს ღვინო 8,000 წლის წინ საქართველოში მზადდებოდა.

ფაქტი არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელში ყურძნის ნარჩენებით დასტურდება.

დგინდება, რომ ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი 7, 000 წლით დათარიღებული ჭურჭელი ითვლებოდა.

"გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს,"- აღნიშნულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system