თავში

გიორგი გახარია აჭარაში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო

გიორგი გახარია აჭარაში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო
გიორგი გახარია აჭარაში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო

ბათუმში არსებული "აჭარა ტექსტილის" საწარმოში პირბადეების დამზადება მიმდინარეობს. პროცესს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო. მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით. 

გიორგი გახარიას განცხადებით,  საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი.

ორი კვირის განმავლობაში 6-მა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება. პრემიერის თქმით, ეს სახელმწიფოს გარკვეულ დროში მისცემს საშუალებას, შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.

საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ - ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი ფარმაცევტული ქსელების სრულად მომარაგება იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა მან კრიზისის დასრულებისთანავე სწრაფად აღიდგინოს ძალები და ჩაანაცვლოს იმპორტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system