თავში

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

​გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 21-14 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe”.

მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - “Uniting Europe” მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას - „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

როგორც report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.

ცნობისთვის, წელს დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმზე ჩატარდება 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system