თავში

გიორგი გახარია: ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა

გიორგი გახარია: ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა
გიორგი გახარია: ეკონომიკაში  პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა

დღევანდელი მთავრობის სხდომა პრემიერმა ეკონომიკურიო საკითხებით დაიწყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარკვეული პოზიტიური ნიშნები ქვეყნის ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი.

„პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია, შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. რეალურად დღეს აშკარაა, რომ ჩვენ, მთავრობა და სამინისტროები ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი. ისევე როგორც ფინანსურ სექტორშიც, მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და დღესაც ახერხებს ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის ეკონომიკური სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები. როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვირუსის რისკების ეფექტური მართვა ერთადერთი და უპირველესი პირობაა იმისთვის, რომ შემდგომ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system