თავში

გიორგი გახარია: შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები დაცული უნდა იყოს

გიორგი გახარია: შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები დაცული
გიორგი გახარია: შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები დაცული უნდა იყოს

"საქართველოში ბევრი ქალაქი არ არის, რომელსაც ტყიბულის მსგავსი სწრაფი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი ჰქონდეს. თუმცა, გამოწვევები ძალიან ბევრია, მათ შორის, მაღაროელების ნაწილშიც", - ეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში "ქართული ოცნების" მიერ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბეჟან წაქაძის წარადგინისას გააკეთა. 

მისი თქმით, გამოწვევები ძალიან ბევრია, მათ შორის, მაღაროელების ნაწილშიც. ეკონომიკისა და წარმოების მომდგებიანი პირობების პარალელურად შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები უნდა იყოს დაცული. 

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოების პირობები უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობებიც უნდა იყოს დაცული. ბევრი ტრაგედია გვაქვს გადატანილი აქ ყველას ერთად. დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი „შრომის კოდექსი“ მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს წლების წინ არავის ახსოვდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არანაირ ბიზნესს და შემოსავალს ფასი არ ექნება, თუ ადამიანის ელემენტარული უსაფრთხოების პირობები არ დავიცავით. ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. თუმცა, ეს არ გვაძლევს გარანტიებს, რომ ერთ წუთში ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე გვექნება. თუ გვინდა ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი შევინარჩუნოთ, ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადავდგათ“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system