თავში

გიორგი გახარიამ, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად, ტრანსნაციონალური მილსადენის დასრულება აღნიშნა - VIDEO

გიორგი გახარიამ, ტრანსნაციონალური მილსადენის დასრულება აღნიშნა
გიორგი გახარიამ, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად, ტრანსნაციონალური მილსადენის დასრულება აღნიშნა - VIDEO

გიორგი გახარიამ ტრანსნაციონალური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთში ილჰამ ალიევთან ერთად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით იმყოფებოდა. ღონისძიება ედირნეს პროვინციაში გაიმართა.

პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი ამერიკული დოლარია. მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system